Coxatauris municipaliteti  
  
 
 
 

Coxatauris municipaliteti soflebi - Tavpanta

სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ნაბეღლავის თემში (სოფლები: თავპანტა, ნაბეღლავი, ქვაბღა, ჩხაკოურა). მდებარეობს მდინარე გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან 480 მ. ნაბეღლავიდან 2 კმ., ჩოხატაურიდან 25 კმ. სოფელში არის წაბლის ტყის კორომი. სოფელში იდგა ეკლესია. ხშირი თავდასხმების გამო სოფელი ერთ ხანს მიტოვებული იყო და XIX საუკუნეში ხელახლა დასახლდა. სოფელში დაფიქსირებული ტოპონიმებია ბზვანის გორაკი და ზვანის ღელე.

demografia

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 83 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908 101    
2002 117 54 63
2014 83 39 44

 

მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°56`38″ ჩ. გ. 42°20`40″ ა. გ.
თემი ნაბეღლავი
ცენტრის სიმაღლე 480 მ
მოსახლეობა 83 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
სასაათო სარტყელი UTC+04:00

 

 

ჩოხატაურის დროშა
ჩოხატაურის გერბი